Online Coaching Course – Career Development: How to Transform Challenges into Opportunities

“საქართველოში შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელი იწყებს ქოუჩინგის ონლაინ კურსს “კარიერული განვითარება: როგორ გარდავქმნათ გამოწვევები შესაძლებლობებად?!”

ვითვალისწინებთ რა Covid-19-ით გამოწვეულ გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს და მის მძიმე შედეგებს ქართულ რეალობაშიც, როდესაც ხშირია სამუშაო ადგილის დაკარგვა და გართულებულია კარიერული განვითარების სწორი დაგეგმვა, სწორედ ამ დროს მიგვაჩნია ძალზედ მნიშვნელოვნად და საჭიროდ აღნიშნული კურსის შემოთავაზება ჩვენი კურსდამთავრებულთათვის. ჩვენ გვჯერა რომ ეს კურსი დაეხმარება მონაწილეებს კარიერული განვითარების გამოწვევების საუკეთესო გადაწყვეტასა და პროფესიული განვითარების პერსპექტივების გაუმჯობესებაში.

კურსი მოიცავს ონლაინ სესიების ციკლს, რომელიც დაიწყება ამა წლის 30 ნოემბრის კვირაში და გაგრძელდება 8 კვირის მანძილზე. კვირაში შედგება ერთი შეხვედრა 2 საათის ხანგრძლივობით.

კურსის თემატიკა კვირების მიხედვით:
1. რა ხდება დღეს? რა იცვლება სამყაროში? 21-ე საუკუნის ტოპ-მოთხოვნადი უნარები და როგორ განვითაროთ ეს უნარები?
2. ხედვის როლი კარიერის მართვისას;
3. ემოციური ინტელექტი, თვითცნობიერება და ღირებულებები – როგორ გვეხმარება ჩვენი შიდაპოტენციალის აღმოჩენა კარიერულ განვითარებაში?
4. კრიტიკული აზროვნება და მისი განვითარების გზები;
5. კრეატიული აზროვნება;
6. გადაწყვეტილების მიღება;
7. ენერგიის მართვა;
8. შეჯამება: მენტორინგი წყვილებში: კარიერული განვითარების გეგმის შედგენა.

პროექტის ფასილიტატორია ქოუჩი ნინო ბერუაშვილი.

ნინო ბერუაშვილი ფლობს ადამიანური რესურსების მართვის და სწავლების სფეროში 15+ წლიან გამოცდილებას სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში. ამჟამად არის ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი. არის ფსიქოლოგიის მაგისტრი, ასევე გავლილი აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლიდერობის პროგრამა (Advanced Leadership Program).ნინო არის ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერთიფიცირებული ქოუჩი და ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობის ბორდის წევრი. ასევე არის ემოციური ინტელექტის სერთიფიცირებული ტრენერი (Rochemartin London). გარდა ამისა, პარალელურად დაკავებულია აკადემიური საქმიანობით რამდენიმე უნივერსიტეტში.

პროექტი ხორციელდება შვედური ინსტიტუტის ფინანსური დახმარებით და თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მე-8 (SDG 8) მიზანთან: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა;

კურსი უპირატესად გამიზნულია შვედეთის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთათვის (მათ შორის, მოკლევადიანი სასწავლო და პროფესიული განვითარების კურსების მონაწილეთათვის), თუმცა მიიღება განაცხადები სხვა დაინტერესებული პირებისგანაც.

პროექტში მონაწილეობა უფასოა და მონაწილეთა შერჩევა მოხდება წინამდებარე კითხვარის საფუძველზე.

სულ გათვალისწინებულია 20 მონაწილე.

გთხოვთ, პროექტში მონაწილეობის მსურველები გადახვიდეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე და უპასუხოთ ჩამოთვლილ კითხვებს.


ქოუჩინგის ონლაინ კურსი – “კარიერული განვითარება: როგორ გარდავქმნათ გამოწვევები შესაძლებლობებად?!”

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 27 ნოემბერი.

პროექტის სამუშაო ენა – ქართული. “

Like this article?

Share on facebook
Share on Facebook
Share on twitter
Share on Twitter
Share on linkedin
Share on Linkdin
Share on pinterest
Share on Pinterest

Leave a comment